სამხრეთ კორეის ხელისუფლება პრეზიდენტის იუნ სუკ იოლის დაპატიმრების მეორე მცდელობისთვის ემზადება. ქვეყნის მეთაური დაკითხვაზე არ გამოცხადდა და საკუთარ ვილაში ჩაიკეტა. იუწყება Reuters
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურმა შენობა მავთულხლართებითა და ბარიკადებით გაამაგრა, ავტობუსებით კი ვილამდე მისასვლელი გზა ჩახერგა.
საგამოძიებო ოფისის (CIO) ხელმძღვანელმა ო დონგ ვონმა, რომელიც იძიებს პრეზიდენტის საქმეს, ბოდიში მოიხადა წარუმატებელი დაკავების მცდელობის გამო გასულ პარასკევს საპრეზიდენტო კომპლექსში დაძაბული ექვსსაათიანი დაპირისპირების შემდეგ.
ოჰ დონგ-ვონმა დაკავების მცდელობა გააუქმა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის შენობის შესასვლელი ხალხმა ცოცხალი ჯაჭვით გადაკეტა.
„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, ამჯერად ფრთხილად მოვემზადოთ, დიდი მონდომებით, რათა ორდერის მეორე შესრულება იყოს ბოლო“, - განუცხადა ო დონგ ვონმა საპარლამენტო კომიტეტს.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ პარასკევს, 3 იანვარს ვერ შეძლო პრეზიდენტ იუნ სუკ იოლის დაპატიმრება, რათა აღესრულებინა დაკავების ორდერი პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსხურის მიერ პოლიციელებისა და გამომძიებლების მიმართ ხელის შეშლის გამო.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის ასობით მხარდამჭერი გამთენიისას შეიკრიბა მისი რეზიდენციის წინ. შეკრებილებმა განაცხადეს, რომ დაბლოკავდნენ იუნ სუკ იოლის დაკავების ნებისმიერ მცდელობას.
გამომძიებლებმა იოლისთვის დაკავების ორდერი აჯანყებისა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გასცეს.