ირანში 2024 წელს სულ მცირე 901 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით, მათ შორის 40 დეკემბრის მხოლოდ ერთ კვირაში. ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასჯელის უმაღლესი ზომა უმეტესად ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულების გამო იქნა გამოტანილი. სიკვდილით ასევე დასაჯეს დისიდენტებიდა 2022 წლის საპროტესტო აქციების მონაწილეების.
ინფორმაციას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით, 2024 წელს გაიზარდა სიკვდილით დასჯილი ქალების რაოდენობა.
2023 წელს ირანში სიკვდილით დასაჯეს სულ მცირე 853 ადამიანი.
გაეროს უმაღლესმა კომისარმა შეშფოთება გამოთქვა სიკვდილით დასჯის შემთხვევების მატების გამო და ირანს მორატორიუმის გამოცხადებისკენ მოუწოდა, სასჯელის ამ უმაღლესი და არაჰუმანური ზომის საბოლოოდ გაუმქების მიზნით.
სიკვდილით დასჯის აკრძალვა ან მორატორიუმი მსოფლიოს 170 ქვეყანაში მოქმედებს.
2024 წლის 28 ოქტომბერს ირანში სიკვდილით დასაჯეს ირანელი ჯამშიდ შარმაჰდი, რომელსაც ასევე ჰქონდა გერმანიის მოქალაქეობა. იგი 2020 წლიდან იმყოფებოდა პატიმრობაში. შარმაჰდი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აშშ-ში ცხოვრობდა, ვიდრე 2020 წელს დუბაიში ირანის დაზვერვის თანამშრომლები გაიტაცებდნენ. თეირანი მას ირანში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ოპოზიციური ჯგუფის „ტონდარის“ ლიდერად მიიჩნევდა.
ერლინმა შარმაჰდის სიკვდილით დასჯის გამო, გერმანიაში ირანის 3 საკონსულო დახურა.