არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას მოელის.
როგორც მთავრობის სხდომაზე ნიკა გილაურმა განაცხადა, მისი ვიზიტი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში იყო საკმაოდ წარმატებული. ამ ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი შეხვდა აბუდაბის შეიხს და მასთან საინვესტიციო პროექტები განიხილა.
"ვიზიტის ფარგლებში მქონდა შეხვედრები აბუდაბის შეიხთან, საუბარი შეეხო სიანვესტიციო პროექტებს. არაბეთის გაერთიანებული საემიროების კომპანიები საქართველოშიც ოპერირებენ და ეს ქვყანა არის საქართველოსათვის ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი. მათ განხორციელებული აქვთ ინვესტიცია ფოთის პორტში, საბანკო სექტორში, ტურისტულ სექტორში, ტელეკომუნიკაციებში და იმედი მაქვს, რომ არაბული ინვესტიციები საქართველოში კიდევ გაიზრდება", - განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრის ოპტიმიზმი დაკავშირებულია იმ შეხვედრებზეც, რომელზეც არაბმა ინვესტორებმა საქართველოში ჰიდროენერგოსექტორში ინვესტიციების განხორცელების სურვილი გამოთქვეს.
"2010 წელს საქათველოში 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო და 2011 წელს კიდევ 5 ჰიდროელექტროსადგურის მშენებობა დაიწყება. იმედი მაქვს, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ჩვენ გვეყოლება დამატებითი ინვესორები არაბული ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის სურვილი უკვე გამოთქვეს" ,- განაცხადა ნიკა გილაურმა.
პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე, ასევე, განაცხადა რომ ის არაბეთში ენერგეტიკულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც აბუდაბიში უკვე მეოთხედ ჩატარდა.
"კონფერენცია იყო საკმაოდ წარმომადგენლობითი და მას მრავალი ქვეყნის პრემიერი და პრეზიდენტი დაესწრო. კონფერენცია ეძღვნებოდა ალტერნატიული ენერგიების წყაროებს, როგორიცაა ჰიდრორესურსები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი აქვს და რომ ქვეყანა ჰიდრორესურსებით მდიდარია მთელს რეგონში. რელაურად ჩვენ ვართ ასეთი ერთადერთი ქვყეანა და ამ სექტორში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაა შესაძლებელი", - განაცხადანიკა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილუარი აბუდაბიში 16 იანვრიდან 20 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა.
17 იანვარს გილაური დაესწრო აბუდაბიში სუფთა ენერგიის მიღების გზებისადმი მიძღვნილ მეოთხე საერთაშორისო სამიტს "მომავლის ენერგიას", რომელიც ოფიციალურად გაეროს გენერალურმა მიდვანმა პან გიმუნმა გახსნა.
ნიკა გილუარი აღნიშნულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა და საქართველოს ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.