დღეს, 26 ნოემბერს, საფრანგეთში ვიზიტად მყოფი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ფრანგ კოლეგას, ბერნარდ კუშნერს შეხვდება.
მონისტრები განიხილავენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და იმ მექანიზმებზე იმსჯელებენ, რომლის მეშვეობითაც სარკოზი-მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პუნქტები უნდა შესრულდეს.
გრიგოლ ვაშაძე კოლეგას ტერძნისიდან გატაცებული არასრულწლოვნების შესახებაც მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას.
გრიგოლ ვაშაძე უკვე შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტის დიპლომატიურ მრჩეველს და ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა განიხილეს.