ევროპარლამენტმა გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც საქართველო რამდენჯერმეა ნახსენები. რეზოლუციის 32-ე მუხლის მიხედვით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანთა უფლებების დარღვევა ყოვედღიურად ხდება. ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ თითოელ დარღვევაზე რეაგირება მოახდინოს.
რეზოლუციის 24-ე მუხლის მიხედვით კი, ევროპარლამენტი ევროკავშირის ვიცე პრეზიდენტს, ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენლებს, მოუწოდებს უფრო აქტიური მუშაობისკენ, რომ რუსეთმა შეასრულოს 6 პუნქტიანი გეგმა.
"საქართველოსთან, მოლდოვასთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან და მოლდოვასთან ურთიერთობაზე და თანამშროლობაზე შეთანხმება დასრულებულია. ამ ქვეყნებთან ახალი შეთანხმების შესახებ ურთიერთობა გრძელდება", - აღნიშნულია რეზოლუციაში.
რეზოლუციის მიხედვით, შავი ზღვის აუზი სტრატეგიული ხიდია, რომელიც აკავშირებს ევროპას და კასპიის ზღვას, შუა აზიას და ახლო აღმოსავლეთს. მსოფლიოს ეს ნაწილი მოიცავს როგორც ევროკავშირის ქვეყნებს, კერძოდ ბულგარეთს, საბერძნეთსა და რუმინეთს, ასევე კანდიდატ თურქეთსა და სამეზობლო პოლიტიკის პარტნიორებს, სომხეთს, აზერბაიჯანს, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას, ასევე რუსეთსაც, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს.
ევროპარლამენტმა აღნიშნული რეზოლუცია გუშინ მიიღო. 62 მუხლიანი რეზოლუცია ევროპარლამენტმა მის ოფიციალურ ვებ.გვერდზე გამოაქვეყნა.