ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, დევნილებს, რომელთაც რეგიონებში ფართებს სთავაზობენ, სახელმწიფოსგან კომპენსაცია მიღებული აქვთ.
"კომპენსცია პლუს ფართი. ეს არის ის, რასაც დევნილები სახელმწიფოსგან იღებენ", - განუცხადა სუბელიანმა ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სწორედ იმ იძულებით გადაადგილებულ პირთა გამოსახლება მიმდინარეობს, რომლებსაც კომპენსაცია უკვე მიღებული აქვთ.
შეგახსენებთ, რომ სამინისტრო თბილიში მდებარე სხვადასხვა ობიექტში ჩასახლებულ დევნილებს საკუთრებაში ფართებს რეიგონებში სთავაზობს.
დევნილთა გამოსახლების პროცესი საახალწლოდ შეჩერდა თუმცა, ის გუშინ კვლავ განახლდა.