პია ლისა კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი წერს.
"პია ლისა კაუმას მიერ საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი სერიოზული შეცდომაა. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ (oscepa) არ უნდა მოახდინოს ლეგიტიმაცია გაყალბებული არჩევნების შედეგად წარმოქმნილი არალეგიტიმური პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტის. ევროკავშირმა, ევროპის საბჭომ და ეუთომ დაჟინებით უნდა მოითხოვონ ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ეს არის ერთადერთი გამოსავალი ღრმა კრიზისიდან!" - წერს როთი.
შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს.