ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსის განცხადებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 8-10 იანვარს საქართველოში ვიზიტს გეგმავს, რაც კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია.
„მიუხედავად იმისა, რომ მე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ნაწილი აღარ ვარ, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავს – კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია.
ეს ვიზიტი ემთხვევა ივანიშვილის რეჟიმის მიერ ძალაუფლების კონსოლიდაციას რუსული სტილის პრევენციული დაპატიმრებებით, დრაკონული კანონებით, საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობით და პერიოდს არჩევნების შემდგომ, რომელიც, ზოგადად თავისუფალი იყო, თუმცა არღვევდა ლეგიტიმური არჩევნების ორ სხვა პრინციპს – ის არ იყო არც სამართლიანი და არც გამჭვირვალე. ბევრი დელეგაცია აღშფოთებულია და სამართლიანადაც. ასეთი ვიზიტი რეჟიმს მოუტანს პროპაგანდისტულ გამარჯვებას, ლეგიტიმაციას მისცემს ავტოკრატიას, რომელიც ყალიბდება და ამავე დროს მნიშვნელოვნად ძირს გამოუთხრის ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობას.
თუ პია კაუმა ასე ძლიერ მიისწრაფვის ამ ვიზიტისკენ, მან ის უნდა შეასრულოს კერძო სტატუსით და არა როგორც საერთაშორისო დემოკრატიული თანამშრომლობის ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გამორჩეული ინსტიტუტის წარმომადგენელმა, რომელსაც გადასახადების გადამხდელები აფინანსებენ, რომლებიც აბსოლუტური უმრავლესობით წინააღმდეგი იქნებიან ასეთი უხერხემლო და უპრინციპო ნაბიჯების. სუსტი ლიდერობა ქმნის ცუდ დროს. ვიქონიოთ იმედი, რომ პია კაუმამ უკეთ იცის“, - წერს რიჰარდ კოლსი.