2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა.
"ანის [მამულაშვილი] გოგონას [მია გოგელაშვილი] ფეისბუქზე თქვენ პოსტი წამაკითხეთ და მინდა, მას გადავცე, რომ ის ძალიან მიყვარს, მისი ოჯახი ძალიან მიყვარს და ანი და გოგა ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან და სიგიჟემდე მიყვარს ეს ადამიანები და თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა, თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი, სამწუხაროდ, ეს ამბავი, რაც ჩემგან მოისმინეს, თუ ეს ასე არ არის, მე პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე," - განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშილის შვილმა მია გოგელაშვილმა განაცხადა, რომ დეკანოზი შავლა კეკელია დედამისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და ამას თავის საკეთილდღეოდ იყენებს.