ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის იქნება სასარგებლო, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე X-ზე წერს.
"ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის (oscepa) პრეზიდენტის, პია ლისა კაუმას დაგეგმილი ვიზიტი საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისთვის და მის მიერ შექმნილი სახელმწიფო დატყვევების სქემის აღიარებისთვის იქნება სასარგებლო.
ოფიციალური ვიზიტები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, თუ ისინი მიზნად ისახავს შუამავლობას ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში," - წერს იუკნევიჩიანე.
შეგახსენებთ, მანამდე ევროპარლამენტარმა, რიჰარდს კოლსმა განაცხადა, რომ საქართველოში 8-10 იანვარს oscepa-ს პრეზიდენტი, პია ლისა კაუმა დელეგაციის ვიზიტს გეგმავს, რაც „კატასტროფული და ცუდ დროს შერჩეული ნაბიჯია“.