აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 19 ადამიანი, მათ შორის ჯორჯ სოროსი, ჰილარი კლინტონი, დენზელ ვაშინგტონი, ანა ვინტური და ბონო თავისუფლების მედლით დააჯილდოვა.
თეთრი სახლის ცნობით, თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი "გადაეცემათ პირებს, რომლებმაც სამაგალითო წვლილი შეიტანეს შეერთებული შტატების კეთილდღეობის, ღირებულებების ან უსაფრთხოების, მსოფლიო მშვიდობისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი, საჯარო თუ კერძო მცდელობებისთვის".
ჰილარი კლინტონი 2016 წელს გახდა პირველი ქალი, რომელიც დემოკრატიულმა პარტიამ დაასახელა პრეზიდენტობის კანდიდატად, თუმცა მოგვიანებით დონალდ ტრამპთან დამარცხდა;
მედალი მიიღო სოროსმა. ჯორჯ სოროსი არის ინვესტორი, ფილანთროპი და Open Society Foundations-ის დამფუძნებელი, რომელიც 120-ზე მეტ ქვეყანაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური სამართლიანობის გაძლიერებაზე მუშაობს.
ასევე დაჯილდოვდა შეფმზარეული ხოსე ანდრესი, რომლის „მსოფლიო ცენტრალური სამზარეულო“ დაეხმარა მშვიდობიანი მოსახლეობის საკვებით უზრუნველყოფას ომის ზონებსა და სტიქიური უბედურებებით დაზარალებულ რაიონებში;
ჯგუფ „იუ2“-ს სოლისტი ბონო, რომელსაც ასევე მიღებული აქვს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო კულტურის სფეროში, ცნობილია სიღარიბისა და აივ ინფექციის წინააღმდეგ კამპანიით;
მოდის სფეროს გამოჩენილ წარმომადგენელს, ანა ვინტურს, რომელიც 188 წლიდან ჟურნალ „ვოგის“ მთავარი რედაქტორი იყო, სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ერთად, წვლილი მიუძღვის შიდსის კვლევებისთვის 20 მილიონზე მეტი დოლარის შეგროვებაში;
დაჯილდოვდა რალფ ლორენი - მოდის დიზაინერი, რომელმაც შექმნა დროის გარეს და ამერიკული ტრადიციების მოდის ბრენდი. ის ასევე აქტიურად მონაწილეობს კულტურის, ბიზნესისა და კიბოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
ჯილდო გადაეცა ფილმის „უკან, მომავალში“ ვარსკვლავს, მაიკლ ჯეი ფოქსს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა მსახიობის წვლილი პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო კვლევების მხარდაჭერაში;
მედალი გადაეცა ოსკარის მფლობელი მსახიობსა და რეჟისორს დენზელ ვაშინგტონს. ის ასევე 25 წელია მუშაობს Boys & Girls Clubs of America-ს ეროვნულ სპიკერად.
თავისუფლების მედალი ასევე მიიღეს ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ, კალათბურთელმა ირვინ „მეჯიქ“ ჯონსონმა და სხვებმა.
ოთხ პირს კი მედალი სიკვდილის შემდგომ მიენიჭა. მათ შორის, რობერტ კენედის, რომელიც მოკლეს 1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს. კენედი იყო სენატორი, რომელიც წარმოადგენდა ნიუ იორკს და მსახურობდა გენერალურ პროკურორად თავისი ძმის, პრეზიდენტ ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს; ასევე, ეშტონ კარტერს, რომელიც იყო თავდაცვის მდივანი ობამას ადმინისტრაციის დროს და კურირებდა შეერთებული შტატების მიერ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას; მიჩიგანის გუბერნატორს 1960-იან წლებში, ჯორჯ რომნის, ყოფილი სენატორის, მით რომნის მამას.