სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი X-ზე წერს.
"სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება! ეს ტესტია ყველა პოლიტიკოსისთვის, რომელიც ევროპის ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებს იცავს", - აცხადებს მიჰკელსონი.