საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველოში მიმდინარე პროევროპული საპროტესტი მუხტი არ განელდება.
"ვისაც იმედი გქონდათ, მუხტი განელდება ახალი წლის ღამის მერეო… ესეც ვერ გათვალეთ!
ვერ გათვალეთ, ვერც ამერიკის რეაქცია, ვერც ვაიმარის სამკუთხედის განცხადება, ვერც საფრანგეთის პრეზიდენტის მილოცვა, ვერც გერმანიის სანქციები, აი, ეს კიდევ შეიძლება გასაგები იყოს და უცოდინარობას დავაბრალოთ, მაგრამ საკუთარი ხალხის ხასიათის, გამძლეობისა და შემართების ვერ გათვლა, ეს არავის ეპატიება!
დღესაც დგანან, ხვალაც იქნებიან, არ დაიღლებიან!" - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.