დღეს, პარლამენტის შენობის წინ დევნილთა მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "კონსერვატორების" ერთ-ერთმა ლიოდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა აცნობა.
მისი თქმით, აქციის ორგანიზატორები "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრებია არიან, რომლებიც თბილისის კომპაქტური ჩასალხებებიდან რეგიონებში განსახლებას აპროტესტებენ და ხელისუფლებას დედაქალაქში დასახლებას ითხოვენ.
აქცია საკანონმდებლო ორგანოს წინ 14:30 საათზე დაიწყება და მას "კონსერვატორული პარტიის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი, "ხალხის პარტიის" წევრი ალეკო შალამბერიძე და "თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა შეუერთდებიან.