ეს იყო თვალის ახელის წელიწადი საქართველოს მოსახლეობისთვის, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
"2024 წელს ვასრულებთ სიცხადით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი" - აღნიშნავს სალომე სამადაშვილი.
„ეს იყო თვალის ახელის წელიწადი საქართველოსთვის, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის იმიტომ, რომ მრავალი წელიწადი ივანიშვილი საზოგადოების ნაწილს ატყუებდა, თავიდან უფრო დიდს, მერე მცირდებოდა ეს მოტყუებული ნაწილი, მაგრამ მოდი ვთქვათ, რომ რაღაცა ნაწილს კიდევ ატყუებს, რომ თითქოს ის არის პროდასავლური პოლიტიკის მატარებელი პოლიტიკოსი. ჩვენ 2024 წელს ვასრულებთ ძალიან სიცხადით, რომ ბიძინა ივანიშვილი არის რუსეთის გავლენის აგენტი და ამის გამო არის დასანქცირებული ჩვენი მავრი სტრატეგიულ პარტნიორის იერ'', - თქვა სალომე სამადაშვილმა.