თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი წერს.
როგორც მეზვრიშვილი აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის სანქციებისა და შიდა პროცესების გამო შინაგან საქმეთა სამინისტროში სიტუაცია გაურბის.
„თადუმაძის შს მინისტრის მოადგილედ გადაყვანა რეჟიმის კრიზისის და ივანიშვილის შიშების საუკეთესო გამოვლინებაა. ფაქტია, სანქციების და შიდა პროცესების გამო, ივანიშვილს შსს-ში სიტუაცია გაურბის. სანდოც ბევრი არ დარჩა გარშემო. თუმცა, ძალიან ცდება თუ ფიქრობს, რომ თადუმაძე დაიჭერს სისტემას - ძალოვანი სისტემები დასანახად ვერ იტანენ „უცხო სხეულს“ (მისი ფართო გაგებით). ამის ნათელი დასტური იყო კბილაშვილი და თადუმაძე გენპროკურატურაში და ამის კიდევ უფრო ნათელი დასტური იქნება, თადუმაძე შსს-ში. განწირულია ბიძინას ეს ფაციფუცი“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ შს მინისტრის მოადგილედ შალვა თადუმაძე დაინიშნა.