საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის სიტყვაში, რომელიც ორბელიანების სასახლის ეზოდან წარმოსთქვა "შეშინებულები" და "გაყიდულები" უწოდა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც პარლამენტში იყვნენ შეკრებილები მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციისთვის.
"იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გვეშინია, არც გისოსების... ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს ასეთი პაროდიები არ ეკადრება... იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი და მშვიდი. ჩვენთან არის სიმართლე, რადგან ჩვენთან არის სიყვარული - ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.