ბიზნესმენებმა უნდა იგრძნონ, რომ როდესაც სახელმწიფო მნიშვნელობას ეხება საქმე, უნდა იყვნენ სახელმწიფოს მხარეს და არა პარტიის, - ამის შესახებ Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელმა, თემურ ჭყონიამ „მთავარის“ ეთერში განაცხადა.
"დაპირისპირების ერთ-ერთი მომენტია, რაში სჭირდებათ არ ვიცი, ჩვენი შეფასება არ უნდა იყოს მარტო ჭორებით. მე ფართო საზოგადოებისათვის ვიტყვი, რომ ჩემ კომპანიებს ბიუჯეტში 2024 წელს გვექნება 320 მილიონის შენატანი და დამიპირისპირდეს ახლა ნებისმიერი ადამიანი. 320 მილიონს ვინ იხდის ბიუჯეტში? არ ვიტრაბახოთ?- ვიტრაბახებთ. საშუალო ხელფასი ჩვენთან არის ევროს დონეზე, არ ვიტრაბახოთ? - ვიტრაბახებთ. ქონების გადასახადს თუ პროცენტულად შეხედავთ, ჩვენს კომპანიებში უფრო მეტი ქონების გადამხდელია ..ქონების გადასახადი განისაზღვრება 40 ათასს ზემოთ ვისაც აქვს შემოსავალი. ესეც უზრუნველყავით. "როდესაც ვსაუბრობთ რომ ეკონომიკა გაიზარდა 15%-ით, 10%-ით, ეს ის ხალხია ხელმოწერები [თავისუფლები ბიზნესის], თუ არახელმომწერები , ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკას ქმნის, ვინც ამათ ხელფასებს უხდის, ჯილდოებს რომ აწესებენ იმასაც ჩვენ ვიხდით, გზები....
იმის ანალიზი, რომ რატომ სხვა არ იღებს ხმას, ეს არ არის ჩემი ცხოვრების სტილი. მე სხვას ვერაფერს ვერ მოვუწოდებ. მე შემიძლია მარტო ჩემ თავზე ვაგო პასუხი. მე ვფიქრობ, რომ ბიზნესმენები იმ დონეზე უნდა მივიდნენ, რომ იგრძნონ რომ რაღაც მომენტში როდესაც უკვე სახელმწიფო მნიშვნელობას ეხება [საქმე] , შენ უნდა იყო სახელმწიფოს მხარეს და არა პარტიის და მთავრობის. სახელმწიფო, რომელიც ჩვენ შევქმენით სხვათა შორის და არა იმ ხალხმა ვინც მე ხშირად მაკრიტიკებს, მე უფრო დიდი როლი მაქვს სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ნათამაშევი, ვიდრე იმ ნებისმიერ ოპონენტებს, ვინც მე მესაუბრება და მე შემიძლია ციფრებიც მოვიყვანო იმიტომ, რომ ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში, ესეც დავიანგარიშე, დაახლოებით მილიარდ 200 მილიონზე მეტი მაქვს გადახდილი სახელმწიფოში და 720 თუ 750 მილიონის ინვესტიცია მაქვს გაკეთებული" - თქვა თემურ ჭყონიამ.