ნუთუ, არ არის დრო, რომ ამ ფაშისტურ რეჟიმს პასუხი საბოლოოდ ვაგებინოთ იმგვარად, რომ გამძლე მშვიდობა დამყარდეს? - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტში საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი წერს.
„რუსეთი აწარმოებს ომს უკრაინის გასანადგურებლად, ევროპასა და ამერიკაში საბოტაჟს აწყობს, საქართველოში პოლიტიკურ გადატრიალებას აწყობს, აზერბაიჯანულ სამგზავრო თვითმფრინავს აგდებს და მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება. ნუთუ, არ არის დრო, რომ ამ ფაშისტურ რეჟიმს პასუხი საბოლოოდ ვაგებინოთ იმგვარად, რომ გამძლე მშვიდობა დამყარდეს? მშვიდობა ძალის მეშვეობით ერთადერთი გზა არის, რომელსაც აზრი აქვს. მშვიდობა მშვიდობის გულისთვის მხოლოდ მიუნხენის სულისკვეთების დაშოშმინება არის“, - წერს მიჰკელსონი.