მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება შეიძლება ნებისმიერ დროს განახლდეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბახარ მურადოვმა განუცხადა.
მისი თქმით, მსოფლიო საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმდებები ჯერ არ დასრულებულა.
ვიცე-სპიკერის განცხადებით, აზერბაიჯანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციით მოლაპარკების პროცესში მონაწილეობას განაგრძობს და ცდილობს მთიანი ყარაბაღის კონფლიტი მშვიდობიანი გზით მოაგვაროს.
მურადოვის თქმით, აზერბაიჯანი ასევე აგრძელებს სამხედრო მომზადებს, რადგან "სუსტ მხარეს მსოფლიოში არავინ ანგარიშს არ უწევს".
"აზერბაიჯანმა სამხედრო სფეროში მნიშვნელოვან წარმატებას უკვე მიაღწია. ყოველთვის ვახდენთ დემონსტრირებას, რომ აზერბაიჯანი მიწის დაკარგვას და ჩვენს ტერიტორიაზე ახალი სომხური სახელმწიფოს შექმნას არ შეეგუება", - აღნიშნა მან.