რუსეთი მზადაა, ბელორუსს ნავთობის მარაგის სუბსიდირებისთვის 4 მილიარდ 124 მილიონი დოლარი გამოუყოს. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა ბელორუს კოლეგასთან, ბელორუსის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მაისნიკოვიჩთან შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა. ამასთან, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ბელორუსი გაზთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას შეასრულებს.
"თუ გარკვეულ საკითხებს გავთვლით, ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ", - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსსა და რუსეთს შორის რამდენიმე თვის წინ ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ პირველი პირები ერთმანეთის შეურაცხმყოფელ კომენტარებსაც კი არ ერიდებოდნენ.
ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სიძუნწეში დადანაშაულა და აღნიშნა, რომ მისთვის ფულის მიცემა დაენანათ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2010 წლის ბოლოს ორ ქვეყანას შორის "ძმური" ურთიერთობები აღდგა.
ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ბელორუსის პრეზიდენტი პუტინმა სწორედ გარკვეული თანხის გამოყოფის პირობით "მოხიბლა".