დღეს, 26 ნოემბერს, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები მცხეთაში გაემგზავრებიან, სადაც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარს, ჯვრის მონასტრსა და დედათა მონასტერს დაათვალიერებენ.
დღის ბოლოს ჩეხი პარლამენტარები თბილისში დაბრუნდებიან, სადაც ჯერ ხელოვნების მუზეუმს ესტუმრებიან, შემდეგ კი "ქარვასლაში" მივლენ და თბილისის მუზეუმს დაათვალიერებენ.
ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები საქართველოს 24 ნოემბერს ეწვივნენ. სტუმრებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან, შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი მინაშვილთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მოგვიანებით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართავენ.
სტუმრები თბილისს 27 ნოემბერი დატოვებენ.