ჩრდილოეთ კორეა, სავარაუდოდ, ემზადება რუსეთში დამატებითი ძალების, ასევე სამხედრო აღჭურვილობის, მათ შორის კამიკაძე დრონების გაგზავნისთვის. ამის შესახებ სამხრეთ კორეული მედია სამხედროებზე დაყრდნობით იუწყება.
„დაზვერვის ყოვლისმომცველი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ ჩრდილოეთ კორეა ემზადება [რუსეთში] ჯარების როტაციისთვის ან გაზრდისთვის“, - განაცხადეს სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბში.
სამხრეთ კორეის დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო დანაკარგები ომში დაახლოებით 1100-ს შეადგენს, ეს რიცხვი მოიცავს როგორც დაღუპულ ჯარისკაცებს (100) ასევე დაჭრილებს.
”ასევე არის გარკვეული მინიშნებები, რომ ჩრდილოეთ კორეა გადადის კამიკაძე დრონების წარმოებასა და მიწოდებაზე, რაც პირველად დაფიქსირდა ნოემბერში კიმ ჩენ ინის ინსპექციის დროს,” - აცხადებენ სამხრეთ კორეის დაზვერვაში.
ამასთან, ჩრდილოეთ კორეული მედია იტყობინება, რომ ნოემბერში კიმ ჩენ ინი აკონტროლებდა სხვადასხვა ტიპის დრონების ტესტირებას და მოითხოვა მათი ფართომასშტაბიანი წარმოება.