ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება, შეგვასწრონ პარლამენტში. - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილია 800 ადამიანი, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ოპოზიცია არის გაკოტრებული, ოპოზიციას არაფერი აქვს სათქმელი, მათ შორის, არჩევნებთან დაკავშირებითაც.
მე მგონია, რომ ოპოზიცია ძალიან მალე შეეგუება თავის ბედს და თებერვალში შეიძლება, შეგვასწრონ პარლამენტში“, - განაცხადა კობახიძემ.