რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მტკიცებით, რუსეთმა სირიაში დასახულ მიზნებს მიაღწია. ამის შესახებ მან ტრადიციულ ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველას სურს წარმოაჩინოს, რომ რუსეთი სირიაში დამარცდა, "თუმცა ეს ასე არ არის".
"თქვენ ახსენეთ სირია. ყველას სურს წარმოაჩინოს, რომ ყველაფერი, რაც სირიაში ხდება, როგორც რუსეთის ერთგვარი მარცხი. გარწმუნებთ, რომ ეს ასე არ არის. და მე გეტყვით რატომ, ჩვენ სირიაში ათი წლის წინ შევედით, რათა იქ ტერორისტული ანკლავი არ შექმნილიყო", - თქვა პუტინმა.
პუტინის განცხადებით, "ზოგადად, რუსეთმა მიაღწია დასახულ მიზანს".
პუტინმა აღნიშნა, რომ იმ ჯგუფებიც კი, რომლებიც სირიაში სამთავრობო ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ, "განიცადეს შიდა ცვლილებები".
"ტყუილად არ ხდება, რომ დღეს ბევრ ევროპულ ქვეყანას და შეერთებულ შტატებს მათთან ურთიერთობების დალაგება სურთ. ისინი ტერორისტული ორგანიზაციები თუ არიან, რატომ მიძვრებით იქ? ეს ნიშნავს, რომ ისინი შეიცვალნენ", – აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, ნოემბრის ბოლოს სირიელმა მეამბოხეებმა დაიწყეს შეტევა იდლიბისი პროვინციიდან სირიის სიდიდით მეორე ქალაქ ალეპოზე, შემდეგ კი დედაქალაქ დამასკზე.
8 დეკემბერს მეამბოხეებმა რუსეთის მოკავშირე ასადის რეჟიმის დამხობის შესახებ განაცხადეს.
ასადის დიქტატორული რეჟიმის დამხობის შემდეგ, ბაშარ ალ-ასადი ოჯახთან ერთად რუსეთში გაიქცა.