სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრის ლი სეუნგ-ვონის განცხადებით, კურსკში რუსეთის მხარეს მებრძოლი სულ მცირე 100 ჩრდილოკორეელი ჯარისკაცი დაიღუპა და 1000-მდე დაიჭრა. ამის შესახენ მან დაზვრევის სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დაღუპულებს შორის არიან მაღალი თანამდებობის პირები. მან ეს გარემოება, ისევე როგორც დანაკარგების საკმაოდ დიდი რაოდენობა ახსნა იმით, რომ ჩრდილოეთ კორეელი სამხედროები არ ფლობენ საბრძოლო გარემოს, რაც მათთვის უცხოა, ასევე მათი უუნარობით, გაუმკლავდნენ დრონებით თავდასხმას.
ამიტომ, დეპუტატის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ძალები "გამოიყენება როგორც სახარჯო მასალა".
„როგორც ამბობენ, რუსი სამხედროები ჩივიან, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები, დრონების შესახებ ცოდნის ნაკლებობის გამო, უფრო მეტი ტვირთი აქვთ, ვიდრე დახმარება“, - თქვა მან.
სამხრეთ კორეელი პარლამენტარის თქმით, არსებობს ცნობები დამატებითი სამხედროების განთავსებისთვის მზადების შესახებ და, რომ წვრთნებს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ზედამხედველობდეს.
ჯერ კიდევ 16 დეკემბერს პენტაგონში აცხადებდნენ, რომ გარკვეული რაოდენობა ჩრდილოკორეელი ჯარისკაცების დაიღუპა უკრაინაში, რუსეთის მხარეს ბრძოლაში, თუმცა რაოდენობა არ დაუსახელებიათ.