ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას.
აღინიშნულია, რომ ტრამპმა და სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი საერთო სურვილი „გაამყარონ მჭიდრო ისტორიული ურთიერთობა დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შორის“ და ერთად იმუშაონ „საერთო პრიორიტეტებზე“.
„გლობალურ კონფლიქტებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა გაიმეორა მოკავშირეების მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობა რუსული აგრესიის წინააღმდეგ და უზრუნველყონ უკრაინის რაც შეიძლება ძლიერი პოზიცია “, - განაცხადა სტარმერის ოფისმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და შეთანხმდნენ უახლოეს ხანებში შეხვედრის შესახებ.