ბრიტანეთი უკრაინას 225 მილიონი ფუნტი სტერლინგის (286 მილიონი დოლარი) ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. იუწყება Reuters
აღნიშნულია, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს:
92 მილიონი ფუნტს (დაახლოებით 116 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის საზღვაო ძალების გასაძლიერებლად. მათ შორისაა მცირე კატარღები, სათვალთვალო დრონები, წყალზედა უეკიპაჟო ხომალდები, საბრძოლო მასალის საძიებო დრონები და ნაღმების საწინააღმდეგო დრონები.
68 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 85,5 მილიონი აშშ დოლარი) საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებისთვის, მათ შორის რადარები, სახმელეთო საშუალებებს და საბრძოლო სისტემებს უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ.
26 მილიონ ფუნტი სტერლინგს (დაახლოებით 32,7 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინაში ადრე მიწოდებული სისტემების მხარდაჭერისა და სათადარიგო ნაწილების უზრუნველსაყოფად.
39 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 49 მილიონი დოლარი) გამოიყოფა 1000-ზე მეტი რადიოელექტრონული სისტემებს უპილოტო აპარატების წინააღმდეგ და უკრაინის შეიარაღებული ძალების დამცავი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
გარდა ამისა, დიდმა ბრიტანეთმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას დამატებით სამხედრო წვრთნებს შესთავაზებს.