სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ ევროსასამართლოში ვეტერანებთან დაკავშირებულ საქმეს საქართველო უთუოდ წააგებს.
"აბსოლუტურად მართლები იყვნენ ვეტერანები. ამდენად, ჩვენი რესურსით ვეტერანებს დავეხმარებით, რათა მათ საქართველოში სამართალი იპოვონ. ევროსასამართლოს შემთხვევაში, საქართველო ამ საქმეს წააგებს. ჩვენს ხელსუფლებას საკმარისი დრო აქვს, რათა მეორე ინსტანციაში ვეტერანთა გამამართლებელი გადაწყვეტილება მიიღონ,"_აღნიშნა ეკა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" კომენტირებისას.
მისი თქმით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მიზნით ვეტერანებმა სააპელაციო სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს, რომლითაც ჩვენს ქვეყანაში სამართლის პოვნას აპირებენ.
შეგახსენებთ, 2011 წლის 3 იანვარს ქართველმა სამართალდამცავებმა გმირთა მემორიალთან მიმდინარე ვეტერანთა მშვიდობიანი აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს.