წლის ბოლომდე ბელორუსის შაქრის ქარხანა 500 ათასი ტონა შაქრის ექსპორტს გეგმავს, რაც გასული წლის ექსპორტის მაჩვენებლებს 1,4 %-ით აღემატება. აღნიშნულ ინფორმაციას კონცერნ "ბელორუსიის სახელმწიფო კვების მრეწველობის" პრესსამსახური ავრცელებს.
ბელორუსსა და რუსეთს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, 2011 წელს ბელორუსი რუსეთში 200 ათას ტონა შაქარს შეიტანს, რაც 2010 წლის მაჩვენებელთან შედარებით 11 ათასი ტონითაა გაზრდილი.
2010 წელს ბელორუსმა საზღვარგარეთის ქვეყნებში 493 ათასი ტონა შაქარი გაყიდა, რაც 12 %-ით მეტია 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
2010 წელს ბელორუსმა შაქრის საექსპორტო არეალი გააფართოვა და პროდუქცია ავღაეთში (5,6 ათასი ტონა) და მონღოლეთში (1,2 ათასი ტონა) შეიტანა. 2010 წელს ბელორუსმა შაქრის მცირე რაოდენობის ექსპორტი საქართველოშიც განახორციელა.