უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იცის, რომომის გაყინვა საფრთხის შემცველია.
ამის შესახებ ზელენსკიმ Le Parisien-ს პარიზში ტრამპთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განუცხადა.
„ტრამპმა იცის ჩვენი სურვილი, არ ვიჩქაროთ უკრაინის საზიანოდ. ქვეყანა დიდი ხანია იბრძვის თავისი სუვერენიტეტისთვის.არ აქვს მნიშვნელობა რამდენ პრეზიდენტს ან პრემიერ-მინისტრს უნდა განაცხადოს ომის დასრულების შესახებ, ჩვენ არ ვაპირებთ უბრალოდ დავნებდეთ და დავთმოთ ჩვენი დამოუკიდებლობა. საშიშროება იქნება თუ ვიტყვით: ჩვენ გავყინავთ ომს და შევთანხმდებით რუსებთან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ტრამპს სურს სწრაფად გადავიდეს ომის საკითხის მოგვარებაზე, მაგრამ მას ჯერ არ აქვს წვდომა ყველა საჭირო ინფორმაციაზე.
”ახლა ის ჯერ არ არის თეთრ სახლში და შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა ყველა ინფორმაციაზე: დაზვერვაზე, თავდაცვის დეპარტამენტზე, გარკვეულ დიპლომატიურ არხებზე და ა. შ. როცა ის იქ იქნება, ჩვენ შევძლებთ ერთსა და იმავე ენაზე ვისაუბროთ, ერთნაირი ინფორმაციის შესაბამისად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აშშ-ში ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ცვლილებები უკრაინის სასარგებლოდ წარიმართოს.
„ჩვენ გვინდა ვიხილოთ აშშ-ის უფრო ძლიერი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ჩვენი გუნდები უკვე მუშაობენ პრეზიდენტ ტრამპის გუნდთან.
ჩვენ დავამყარებთ ურთიერთობას ახალ ადმინისტრაციასთან, ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი.
შეერთებული შტატები იყო და რჩება ჩვენი წამყვანი დონორი ამ ომში, თუმცა უკრაინისთვის, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ევროპაც და შეერთებული შტატებიც მნიშვნელოვანია. ჩვენ არავის არავისზე მაღლა არ ვაყენებთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.