დევნილები პარლამენტის წინ კარვების ქალაქის გაშენებას აპირებენ. ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთმა წვერმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხაა. მისი თქმით, ხელისუფლებამ დევნილები იძულებული გახადა რომ ასეთი ქმედებებისკენ გადავიდნენ.
"სააკაშვილის რეჟიმს ვერ ვათქმევინეთ უარი საკუთრაი დევნილების დევნაზე. ისინი მათ არა მარტო თბილისიდან არამედ ქვეყნიდან დევნიან. გამოსახლებულები აპირებენ, რომ მიმართონ ამერიკისა და სხვადასხვა ევროპული ქვეყნების საელჩოებს, რათა ისინი მიიღონ იმ ქვეყნებში საცხოვრებლად. ჩვენ უკვე იძულებულები ვართ, რომ ვიმოქმედოთ აქტიურად და გადავიდეთ შეტევაზე, ამიტომ საჭიროა რომ პარლამენტის წინ გავშალოთ კარვები", _ განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
საპროტესტო აქცია რამდენიმე წუთია მიმდინარეობს. დევნილების გარდა, აქციაზე მოძრაობა თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავა, ხალხის პარტიის გენერალური მდივანი ალეკო შალამბერიძე და კონსერვატიული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი იმყოფებიან.