"სახალხო კრებამ" სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტი დააფუძნა.
როგორც ჟურნალისტებს კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნონა გაფრინდაშვილმა განუცხადა, ანალოგიური კომიტეტები რეგიონებშიც შეიქმნება.
მისივე განმარტებით, აღნიშნული კომიტეტები მოსახლეობაში გაჩენილ ნიჰილიზმს და ხელისუფლების უძლეველობის შესახებ არსებულ მითს დაანგრევს.
შეგახსენებთ რომ დღეს "სახალხო წარმომადგენლობითი კრება" თბილისში სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულ კომოტეტს აფუძნებს.