„ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორი მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა.
„ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორი მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბ-ნი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლაში, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში.
როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეიკრიბა შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან ," - თქვა კარდინმა.