"ახალი მემარჯვენეები" ზოგად საგანამანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალ მოდელის წინააღმდეგ გამოდიან. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ განაცხადა.
მისი შეფასებით, სასწავლო წლის შუაში დაფინანსების სისტემის შეცვლა სწორი არ არის, რამაც მძიმე მდგომაროებაში ჩააგდო სკოლების უმეტესობა.
"სკოლებს უწევთ პედაგოგთა საათობრივი დატვირთვის ხელახლა გადანაწილება, ცალკეული პედაგოგების დათხოვნა სკოლიდან, უცხო ენაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში კლასების დაყოფის გაუქმება. ეს საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება განათლების ხარისხზე", - აღნიშნა ნაჭყებიამ და აქვე დასძიანა, რომ განსაკუთრებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ სკოლების დაფინანსების წესი ბიუჯეტის მიღებიდან ერთი თვის შემდეგ შეიცვალა.
"ბიუჯეტის განხილვისა და დამტკიცების პროცესის საუბარი არ ყოფილა სკოლების დაფინანსების წესის შეცვლაზე, მაშინ როდესაც საქართველოს პარლამენტში დამტკიცებისას უნდა ყოფილიყო განხილული ეს ცვლილებები. საუბარია 44 მილიონი ლარით სკოლების დაფინანსების ზრდაზე, თვით განათლების სამინისტროს შიდა რესურსის ხარჯზე. ეს საზოგადოებაში უამრავ ეჭვს და კითხვას ბადებს", - დასძინა მან.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "მემარჯვენეები" მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტში მოითხოვოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსების ახალი წესის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, მისი განხილვა საინფორმაციო საშუალებების მონაწილეობით მოაწყოს, რათა საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და გამჭვირვალე ინფორმაცია.