1-ლი თებერვლიდან რუსეთის ფედერაციასა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ე.წ. უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. "რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მდ. ფსოუზე მდებარე საზღვარზე გაშვება განახორციელონ აფხაზეთსა და რუსეთს შორის 2009 წლის 2 ოქტომბერს ხელმოწერილი - "რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის მოქალაქეებს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ", შეთანხმების მიხედვით", _ იუწყება აფხაზური მხარე.
აღნიშნული ინფორმაციით 2011 წლის 1 თებერვლიდან ასევე იკრძალება საზღვრის გადაკვეთა ყოფილი საბჭოთა კავშირის პასპორტებით.