35-კილოვოლტიან გადამცემ ხაზებზე „ვერა-1" და „ვერა-2" პროფილაქტიკურ-გეგმიური სამუშაოების ჩატარების გამო 21 იანვარს 10 საათიდან 17 საათამდე მთაწმინდისა და ჩუღურეთის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთაველის გამზირის, გრიბოედოვის, ალექსანდრე ჭავჭავაძის, ვირსალაძის, ბროსეს, ლაღიძის, აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, კონსტიტუციის, უზნაძის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს და ორგანიზაციებს. დაგეგმილი შეზღუდვის შესახებ ორგანიზაციებს კომპანია `თელასმა" წინასწარ უკვე აცნობა.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.