საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ 7 257 დევნილ ოჯახს აქვს ფართი კერძო საკუთრებაში გადაცემული.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, "ჩვენ თვითონის" ლიდერმა პაატა დავითაიამ დღეს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხრიდან ხდება პიარი, რომ 20 ათსს დევნილს გადაეცა ფართი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულთა დაკავშირებით საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოდან გამოვითხოვე ოფიციალური ინფორმაცია, სადაც 2010 წლის 30 დეკემბრის მონაცემებით საკუთრების უფლება მხოლოდ 7 257 დევნილ ოჯახზეა გაცემული", - აღნიშნა დავითაიამ.
მისი ინფორმაციით, თბილისში დევნლებს 5 607 ოჯახს დაუკანონდა ფართი საკუთრებაში, მაშინ, როდესაც მინისტრი კობა სუბელიანი აცხადებს, რომ მათი რაოდენეობა 15 ათასს ოჯახს აჭარბებს. რაც შეეხება სხვა რაიონებს, წყნეთში 750 ოჯახს დაუკანონდა, რუსთავში - 221, სენაკში - 335, ახალციხეში - 13 ქუთაისში - 194, საგარეჯოში - 28, თელავში - 54 და მარნეულში - 49.
"საჯარო რეესტრის მონაცმებში ფოცხოეწერში დევნილებისთვის დაკანონებული არც ერთი ფართი არ არის მოხვედრილი, მაშინ, როდესაც ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თბილისიდან გამოსახლებულ დევნილებს უკვე დაუკანონეს იქ ფართები. ამიტომ კარგი იქნება თუ სახლემწიფო ჯერ სამართლებრივად დაარეგულირებს ამა საკითხებს და შემდეგ სამინისტროები ურთიერთკორდინაციით გაერკვევიან არსებულ ვითარებაში", - აღნიშნა ვიცე-სპიკერმა.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ანტიკრიზისულ საბჭოს სხდომაზე რამდენჯერმე დაიბარეს, თუმცა პრემიერი მუსმივად "იმალება".