სეპარატისტულ აფხაზეთში საშტაბო-სამობილიზაციო სწავლება მიმდინარეობს. სწავლებას ე.წ. თავდაცვის სამინისტრო მართავს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სამხედრო მომზადების გეგმის მიხედვით აფხაზეთის თავდაცვის სამინისტრო საშტაბო-სამობილიზაციო სწავლებას მართავს. სწავლებაში მონაწილეობენ სამხედრო მმართველობის ორგანოები, შენაერთები, სამხედრო ნაწილები და სამხედრო კომისარიატები. სწავლებების თემა - სამხედრო მმართველობის ორგანოების, შენაერთების, სამხედრო ნაწილებისა და სამხედრო კომისარიატების მოქმედება ჯარის დემობილიზების დროს", - იუწყება აფხაზური მხარე.
საშტაბო-სამობილიზაციო სწავლება აფხაზეთის ე.წ. გენერალური შტაბის ბაზაზე, შენაერთების სამმართველოს სტაციონარულ პუნქტებში, სამხედრო ნაწილებში და სამხედრო კომისარიატებში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები