უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი იერმაკი მიიჩნევს, რომ უკრაინა ჯერ არ არის მზად რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის იარაღის ნაკლებობის, ნატო-ში წევრობის არმიწვევისა და უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების არარსებობის გამო. ამის შესახებ ერმაკმა უკრაინულ მედიას განუცხადა.
კითხვაზე, მზად არის თუ არა უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის, მან უპასუხა, რომ ჯერ არა.
ერმაკის თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად უკრაინა ძლიერი უნდა იყოს და შემდეგ შეძლებს რუსეთის ფედერაციასთან თანაბარ პირობებში საუბარს.
„დღეისათვის ჯერ არა. ჩვენ არ გვყოფნის იარაღი, გვაკლია ის სტატუსი, რაზეც ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ ნატო-ში მიწვევაზე და მკაფიო გარანტიებზე, რითიც უზრუნველყოფლი და დამაჯერებელნი ვიქნებით, რომ პუტინი ორ-სამ წელიწადში არ დაბრუნდება“, - თქვა ერმაკმა.