შეერთებული შტატები კიევს 500 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს.ამის შესახებ განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
„აშშ აწვდის ჩვენს უკრაინელ პარტნიორებს სასწრაფოდ საჭირო იარაღისა და აღჭურვილობის კიდევ ერთ მნიშვნელოვან პაკეტს, რადგან ისინი თავს იცავენ რუსეთის მიმდინარე თავდასხმებისგან“, - ნათქვამის ბლინკენის განცხადებაში.
დახმარება, კონკრეტულად, მოიცავს საბრძოლო მასალას HIMARS-ისა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღისთვის, დრონებს და რუსული დრონების საწინააღმდეგო საშუალებებს, ასევე სხვა სამხედრო ტექნიკას.
დახმარება პენტაგონის რეზერვებიდან გამოიყოფა.