ბაგებში მდებარე სტუდქალაქის შენობებიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი დასრულებულია.
იძულებით გადაადგილებულ პირებს ტერიტორია ავტობუსებით დაატოვებინეს. სატვირთო ავტომანქანებით გაიტანეს დევნილთა ნივთებიც, რომელსაც კახეთის რეგიონის სოფლებში ჩაიტანენ, სადაც მათ ამიერიდან მოუწევთ ცხოვრება.
სტუდქალაქის პერიმეტრზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე მხოლოდ რამდენიმე პოლიციელი რჩება.
შეგახსენებთ, რომ სტუდქალაქის სამი კორპუსიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი დღეს დილით დაიწყო, რასაც იძულებით გადაადგილებულ პირებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. პოლიციელებმა 10 ადამიანიც დააკავეს, მათ შორის 4 ქალი.
ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.