საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ვარშავაში ვიზიტის დროს, ხუთშაბათს, 12 დეკემბერს, გეგმავს პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან ერთად განიხილოს სამშვიდობო ძალების განლაგება უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Politico და Rzeczpospolita წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
როგორც ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ კამილ გრანდმა Rzeczpospolita-ს განუცხადა, მაკრონმა აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უთხრა, რომ ევროპა მზად არის უფრო აქტიურად ჩაერთოს უკრაინის ომის მოლაპარაკებების პროცესში.
გამოცემა წერს, რომ საფრანგეთის წინადადების არსი არის სამშვიდობო მისია, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ კრემლი არ დაარღვევს შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას და დადგენილ სადემარკაციო ხაზს. გამოცემის თანახმად, ასეთი მისია შეიძლება შედგებოდეს ხუთი ბრიგადისგან (დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი), პოლონეთი კი თავის თავზე აიღემდა ერთ-ერთი მათგანის მეთაურობას.