სირიაში, აჯანყებულმა მებრძოლებმა სირიის დამხობილი დიქტატორის, ბაშარ ალ-ასადის მამის, ჰაფეზ ალ-ასადის აკლდამა დაწვეს. იუწყება BBC
BBC-მ დაადასტურა ვიდეოკადრების ავთენტურობა, სადაც ჩანს, რომ მეამბოხეები სკანდირებენ ლოზუნგებს დამწვარი აკლდამის წინ.
ჰაფეზ ალ-ასადი დაუნდობლად მართავდა სირიას 1971 წლიდან 2000 წლამდე მის გარდაცვალებამდე, რის შემდეგაც ძალაუფლება მის შვილს გადაეცა.
ის დაიბადა და გაიზარდა შიიტური ისლამისა და რელიგიური უმცირესობის განშტოების - ალავითების ოჯახში.
მათი დასახლების ძირითადი ცენტრი ლატაკიის პროვინციაშია, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან და თურქეთთან საზღვართან.
8 დეკემბერს ჰაიათ თაჰრირ ალ-შამის (HTS) მეთაურობით წამოწყებული იერიშის შედეგად ასადის რეჟიმი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა და სირიაში ასადების 54-წლიანი მმართველობა დასრულდა. დიქტატორმა ბაშარ ალ-ასადმა სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.