რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 11 დეკემბერს სატელეფონო საუბარი გამართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის ომში პოტენციურ „მშვიდობისმყოფელად“ მიიჩნევს.
კრემლის თანახმად, "შედგა აზრთა საფუძვლიანი გაცვლა უკრაინის საკითხებზე."
ამავე ცნობით, პუტინმა განაცხადა, რომ კიევმა დაიკავა "დესტრუქციული" პოზიცია, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო შეთანხმებას.
კრემლის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი ორბანის თხოვნით შედგა.
რაც შეეხება ორბანს, მან აღნიშნა, რომ დილით მას "ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი" ჰქონდა პუტინთან.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა "რუსეთ-უკრაინის ომის საშიშ კვირებზე".
”ჩვენ ყველა შესაძლო დიპლომატიურ ნაბიჯს ვდგამთ ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო მოლაპარაკებების სასარგებლოდ,” - განაცხადა ორბანმა.