რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი საქართველოში გაცემული დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს.
როგორც იოზვიაკი X-ზე წერს, ამ გადაწყვეტილების მიღებას სჭირდება არა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა, არამედ კვალიფიციური უმრავლესობა.
როგორც იოზვიაკი აღნიშნავს, ევროკავშირის მხრიდან ეს სიმბოლური ჟესტი იქნება, რადგან დიპლომატიური პასპორტების მქონე თანამდებობის პირებს ჩვეულებრივი პასპორტები შეუნარჩუნდებათ, რითაც უვიზო რეჟიმით სარგებლობას შეძლებენ.