კანადის პარლამენტის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა 764 მილიონი კანადური დოლარის (დაახლოებით 587 მილიონი აშშ დოლარი) გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის.
დოკუმენტის დამტკიცება საშუალებას მისცემს მთავრობას დახარჯოს დამატებითი 21 მილიარდი კანადური დოლარი სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის ეროვნული თავდაცვისთვის.
კანადის თავდაცვის მინისტრის ბილ ბლერის თქმით, ეს თანხები მოხმარდება საბრძოლო მასალის, წვრთნისა და სხვა აღჭურვილობას, რომელიც უკრაინელებს სჭირდებათ გასამარჯვებლად“.
დოკუმენტში ასევე შედის 400 მილიონი კანადური დოლარი (დაახლოებით 307 მილიონი აშშ დოლარი) უკრაინის ფინანსური დახმარებისთვის, რომელიც გამოიყოფა სავალუტო ფონდის სპეციალური ანგარიშიდან.