2024 წლის ნობელის პრემია მშვიდობის დარგში გადაეცა იაპონურ ორგანიზაციას Nihon Hidankyo, რომელიც აერთიანებს ჰიროსიმისა და ნაგასაკის დაბომბვას გადარჩენილ ადამიანებს.
ოსლოში ცერემონია 10 დეკემბერს ქალაქის მერიაში გაიმართა.
Nihon Hidankyo-მ, რომელიც წარმოადგენს ჰიროშიმისა და ნაგასაკის ატომური დაბომბვის შედეგად გადარჩენილების, ჰიბაკუსას მოძრაობას, ჯილდო მიიღო „ძალისხმევისთვის, რომლის მიზანია ბირთვული იარაღისგან თავისუფალი სამყაროს მიღწევა და იმის მტკიცებულებათა დემონსტრირებისთვის, რომ ბირთვული იარაღი აღარასოდეს უნდა იქნეს გამოყენებული“.
ატომურ დაბომბვას გადარჩენილები დაეხმარნენ მთელს მსოფლიოში ბირთვული იარაღის წინააღმდეგ ფართო წინააღმდეგობის ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას პირადი ამბების საფუძველზე.