უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან საუბარში განიხილა ბოლო კონტაქტები აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან პარიზში.
მან ხაზი გაუსვა დონალდ ტრამპის მონდომებას და მას უწოდა მნიშვნელოვანი სიგნალი უკრაინის მომავალი მხარდაჭერისთვის.
„ჩვენ გვინდა ახლა რაც შეიძლება მეტი დეტალი მივაწოდოთ ჩვენს პარტნიორებს, რათა უზრუნველყონ გრძელვადიანი და საიმედო მშვიდობის დამყარება გადაწყვეტილებებით, რომლებიც იმუშავებს გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუტესთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ აფასებს ფრანგი კოლეგის პოზიციას, რომელიც ემთხვევა სხვა ევროპელი ლიდერებისას, რაც გულისხმობს, რომ ევროპა გახდეს უფრო ძლიერი, მოემზადოს თავდაცვისთვის და შეძლოს მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტია.
„ევროპას სჭირდება მკაფიო და ერთიანი პოზიცია, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველას. ჩვენი საერთო მიზანია, შესაძლებელი გახდეს რუსული აგრესიის რეალური და სამართლიანი დასრულება მომავალ წელს“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.