მე არ მძინავს, თქვენზე ვფიქრობ. ჩემი თავლები არ ივიწყებს იმ საშინელებას, რაც დაგმართეს თქვენ, მაგრამ იცოდეთ, ძალიან მაგრად უნდა იყოთ, თქვენ ხართ ოქროს თაობა საქართველოსთვის, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ჩემი სამშობლო, - ასე მიმართა მომღერალმა გიული ჩოხელმა ახალგაზრდებს.
„მე არ მძინავს, თქვენზე ვფიქრობ. ჩემი თავლები არ ივიწყებს იმ საშინელებას, რაც დაგმართეს თქვენ, მაგრამ იცოდეთ, ძალიან მაგრად უნდა იყოთ, თქვენ ხართ ოქროს თაობა საქართველოსთვის, თქვენ უნდა გადაარჩინოთ ჩემი სამშობლო, მე გთხოვთ, უკან არ დაიხიოთ არასდროს. ყოველთვის წინ იარეთ, იმიტომ, რომ თქვენ გაიმარჯვებთ, ყველაფერში გაიმარჯვებთ, მარტო დღეს კი არა, საერთოდ.
ესენი მკვლელები არიან, თავიდან ბოლომდე არიან მკვლელები - დაქირავებული მთავრობა, დაქირავებული მკვლელები. პატარა, ლამაზი საქართველო, რა გინდა ჩვენგან შენ? შენ ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, იცოდე, ძალიან ცუდად დაამთავრებ შენს ცხოვრებას. მე გაძლევ შენ რამდენიმე დღეს. გესმის ჩემი? შენ ხარ თავი და თავი ამ უბედურების, გადადექი სანამ დრო არის, იმიტომ, რომ შენ მალე, ძალიან მალე ტრიბუნალზე ამოყოფ თავს. ახლა ქვეყნები ადგებიან ფეხზე და მოითხოვენ შენს გასამართლებას, ჩაგსვამენ შენს საყვარელ აკვარიუმში, იქიდან შენ ვეღარ გამოხვალ. სანამ დროა, გადადექი, გადადით თქვენ მკვლელებო", - განაცხადა გიული ჩოხელმა TV პირველის ეთერში.